სააგენტოს წარმომადგენლები ტაილანდში სასწავლო კურსს დასწრნენ
შავი ზღვის მონიტორინგი
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის წარმომადგენლები ტაილანდში, ქალაქ ჩიანგ მაიში, ტაილანდის საერთაშორისო კოოპერაციის სააგენტოს (TICA) მხარდაჭერით, ჩიანგ მაის უნივერსიტეტის (CMU) გარემოსდაცვითი მეცნიერების კვლევის ცენტრში გამართულ სასწავლო კურსს „კლიმატის ცვლილების შერბილება და ადაპტაცია: მდგრადი განვითარების გზები“ დაესწრნენ.
სასწავლო კურსზე კლიმატის ცვლილების მეცნიერულ საფუძვლებზე, გლობალურ ტენდენციებზე, სათბურის გაზების ემისიების გავლენასა და კლიმატის მონიტორინგის ინსტრუმენტებზე იმსჯელეს.
სასწავლო კურსის პრაქტიკული ნაწილი მოიცავდა სათბურის გაზების ინვენტარიზაციის შედგენას, ემისიების გამოთვლის მეთოდოლოგიის შესწავლას და შემარბილებელი ღონისძიებების შემუშავებას.
მიღებული გამოცდილება სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, აქტიურად ჩაერთონ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პროექტებსა და პოლიტიკის შემუშავებაში.
მსგავსი ტიპის სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას გარემოსდაცვით პოლიტიკასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.