შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტში სამუშაო ვიზიტით სლოვაკი ექსპერტები იმყოფებოდნენ

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტში სამუშაო ვიზიტით სლოვაკი ექსპერტები იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოსთვის შეძენილი წყლის პარამეტრების მზომი  ხელსაწყოს საშუალებით, საველე სამუშაოები, წყლის სინჯების  აღება და ადგილზე გაზომვები  განხორციელდა.

ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში ექსპერტების მიერ  ტრენინგები ჩატარდა, რომელიც მაღალტექნოლოგიურ ხელსაწყო გაზ-ქრომატოგრაფზე თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას დაასევე, წყლის სინჯებში სხვადასხვა დამაბინძურებლების განსაზღვრის ანალიზის მეთოდების დანერგვას მოიცავდა.

ვიზიტი გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და სლოვაკეთის ტექნოლოგიის უნივერსიტეტს (STUBA) შორის გაფორმებული თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში, სლოვაკეთის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „თანამედროვე ანალიტიკური მეთოდების დანერგვა ორგანული დამაბინძურებლების განსაზღვრისათვის წყლის ევროპული დირექტივების შესაბამისად“ მხარდაჭერით განხორციელდა.

აღნიშნული ტიპის აქტივობები ხელს უწყობს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.