შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სამუშაო ვიზიტი რუმინეთში

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მიმდინარე პროექტის „ინოვაციური ერთობლივი სწავლება შავი ზღვის აუზში მცხოვრები თემების გარემოსადმი მეგობრული ქცევის ჩამოსაყალიბებლად“ ფარგლებში,  რუმინეთში გამართულ საპარტნიორო შეხვედრას დაესწრნენ.

სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობები, მიზნები და სამომავლო ღონისძიებები განიხილეს.

პროექტის ფარგლებში, დუნაის დელტაში ნარჩენების ზემოქმედების შესასწავლად, დაბინძურებულ ადგილებში,  საველე დაკვირვება განხორციელდა.

აღნიშნული პროექტის მიზანია მოქალაქეების გარემოსადმი მეგობრული ქცევის გაუმჯობესება, გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელება და შავი ზღვის აუზის რეგიონებში დაბინძურების შემცირება.

პროექტის ფარგლებში შავი ზღვის აუზის  ქვეყნებში შექმნილი გარემოსდაცვითი საინფორმაციო ცენტრების ქსელი ერთმანეთთან ციფრული პლატფორმის საშუალებით  იქნება დაკავშირებული. თითოეული პარტნიორი ქვეყნისთვის შერჩეული სამიზნე ჯგუფების ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრებისა და სადემონსტრაციო კამპანიების ორგანიზება.

აღნიშნული პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ პროგრამის „Interreg NEXT Black Sea Basin Programme“ ფარგლებში.