შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სასწავლო ვიზიტი გერმანიაში

გეოლოგია

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელი გერმანიაში, კლაინ კიოლციგში გამართულ რეგიონულ ექსპერტთა სამუშაო შეხვედრას თემაზე - „მეცნიერება-პოლიტიკის ინტერფეისების გაძლიერება ბიოსფერულ რეზერვატებსა და იუნესკოს გლობალურ გეოპარკებში“ დაესწრო.

სამუშაო შეხვედრა მეცნიერებისა და კულტურის UNESCO-ს ევროპის რეგიონალური ბიუროს ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება იყო.

შეხვედრაში მეცნიერები, გარემოსდაცვითი სააგენტოების წარმომადგენლები, ასევე, გეოპარკების კომიტეტების და იუნესკოს ეროვნული კომისიების ექსპერტები მონაწილეობდნენ, რომლებმაც სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებული გეოლოგიური მემკვიდრეობის და გეოპარკების შესახებ  მოხსენებები წარადგინეს.

ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საველე გასვლა გერმანია-პოლონეთის UNESCO-ს გლობალურ გეოპარკში.