სააგენტოში პროექტის ფარგლებში, კონსორციუმის შეხვედრა გაიმართა
შავი ზღვის მონიტორინგი
გარემოს ეროვნულ სააგენტოში პროექტის „შავი ზღვის ჭკვიანი საზღვაო გარემოსდაცვითი შედეგების სისტემა" ფარგლებში, კონსორციუმის შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნულ პროექტს სააგენტო თურქ და რუმინელ პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ინოვაციური გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროექტი შექმნილია შავი ზღვის ეკოლოგიისა და მდგრადობის გასაუმჯობესებლად, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული უახლესი საპროგნოზო ტექნოლოგიების, ჭკვიანი და ავტონომიური მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით.
კონსორციუმის შეხვედრაზე მონაწილეებმა ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე, საზღვაო დრონების შეძენისა და გამოყენების საკითხებზეც იმსჯელეს. დრონის მეშვეობით მონიტორინგი ავტომატურ რეჟიმში, ზღვაში სხვადასხვა ლოკაციაზე, პირველად განხორციელდება და ხელს შეუწყობს საზღვაო გარემოს ძირითადი პარამეტრების ტემპერატურის, მარილიანობის, გახსნილი ჟანგბადის შემცველობის და ზღვის ფსკერის მახასიათებლების განსაზღვრას. აღნიშნული მონაცემები შემდგომში მნიშვნელოვანია შავი ზღვის წყლის ეკოლოგიური მგდომარეობის შეფასებისთვის.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება შავი ზღვის ეკოლოგიური მონაცემების შეგროვება, გაანალიზება და გაზიარება, რაც უზრუნველყოფს მდგრად და პროდუქტიულ საზღვაო ეკოსისტემას.
