შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტი საერთაშორისო ტრენინგს დაესწრო

შავი ზღვის მონიტორინგი

გარემოს ეროვნული სააგენტოს  მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტი სოფიო ნიკოლაიშვილი საერთაშორისო ტრენინგს  „პლანქტონის ტაქსონომია და მისი რაოდენობრივი განსაზღვრა გამოსახულებითი მეთოდებით“ დაესწრო.

აღნიშნული ტრენინგი ევროპის ზღვის ბიოლოგიური რესურსების ცენტრის  და პროექტის   „ზღვის ბიომრავალფეროვნების 5D შეფასება და პროგნოზირება“ მხარდაჭერით, საფრანგეთში, პიერ და მარია კიურის უნივერსიტეტის ზოოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაიმართა.

სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა პლანქტონური ორგანიზმების იდენტიფიკაციის, რაოდენობრივი ანალიზისა და დიდი მოცულობის მონაცემთა დამუშავების თანამედროვე მეთოდების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა მნიშვნელოვანია სააგენტოს სპეციალისტების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების და საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკის გაზიარების კუთხით.  მსგავსი ტიპის სასწავლო და სამეცნიერო პროგრამებში მონაწილეობა ხელს უწყობს საქართველოში წყლის რესურსების მონიტორინგის სისტემის გაძლიერებას და ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის პრინციპების დანერგვას.