სააგენტომ ევროკავშირის მხარდაჭერით ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო
შავი ზღვის მონიტორინგი
გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას („BSC“) შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც შავი ზღვის მონიტორინგისა და შეფასების პროგრამის (BSIMAP) იმპლემენტაციას, საზღვაო ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის მხარდაჭერას და მასშტაბური პრევენციული ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „Adopt-a-Beach (AaB)“ საპილოტე ინიციატივების გაფართოება შავი ზღვის სანაპიროზე, საზღვაო ნარჩენების ეროვნული მონიტორინგის პროგრამის ეტაპობრივი ამოქმედება, მონიტორინგის რეგიონული შესაძლებლობების გაძლიერება და BSIMAP-ის ინდიკატორების სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება.
საგრანტო პროექტი "შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო, შავი ზღვის წყლის ხარისხის კვლევას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.
