შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ბუტანში „მთების კავშირის“ მეორე საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გეოლოგია

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოლოგიის სამმართველოს უფროსი გიორგი გაფრინდაშვილი ბუტანის სამეფოში გამართულ „მთების კავშირის“ (Mountain Partnership) მეორე საერთაშორისო სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

სამუშაო შეხვედრის მიზანი სხვადასხვა მთიან რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება იყო.

შეხვედრის ფარგლებში, მთიანი რეგიონების მართვის თანამედროვე მიდგომები, რესურსების მობილიზაციის შესაძლებლობები და მეცნიერებასა და პოლიტიკას შორის კავშირის გაძლიერების გზები იქნა განხილული. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებას, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას.

სამუშაო შეხვედრაში სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე მთის მართვის სფეროში მოქმედი ინსტიტუციებისა და შესაბამისი სამდივნოების წევრები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული ღონისძიება გაეროს გარემოს პროგრამის (UNEP) Adaptation at Altitude-ის, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ICIMOD-ის მხარდაჭერით გაიმართა.

ცხელი ხაზი: 1501