შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

საველე-პრაქტიკული ჰიდროგეოლოგიური ლექცია სტუდენტებისთვის

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიეთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საველე-პრაქტიკული ჰიდროგეოლოგიური ლექცია გამართეს.

სტუდენტები თიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ავტომატური სადგურების მაგალითზე, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის თანამედროვე სისტემებს, მონიტორინგულ ჭაბურღილებზე მოწყობილი სადგურების მუშაობის პრინციპებს, ასევე, საველე პორტატული აპარატურის გამოყენების მეთოდებს და მონაცემების რეგისტრაციის, დოკუმენტირებისა და საველე ჩანაწერების წარმოების პროცედურებს გაეცნენ.

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობის და ჰიდროგეოლოგიური მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციაც მიიღეს.

მსგავსი ფორმატით თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგის კვალიფიციური კადრების მომზადებისთვის.

ცხელი ხაზი: 1501