შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

შავი ზღვის მარაგების შეფასების სუბრეგიონულმა ჯგუფმა სამუშაო შეხვედრა გამართა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ბათუმის რეგიონულ ოფისში, ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) შავი ზღვის  მარაგების შეფასების სუბრეგიონული ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი შავი ზღვის პრიორიტეტული კომერციული თევზის სახეობების მარაგების შეფასებისთვის საჭირო მონაცემების განხილვა, გადამოწმება და მათი საბოლოო ფორმატში მომზადება იყო. აღნიშნული მონაცემები გამოყენებული იქნება თანამედროვე სამეცნიერო მოდელებში, რომლებიც საფუძვლად დაედება თევზის მარაგების მდგომარეობის შეფასებას.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების მეცნიერებმა, მეთევზეობის დარგის სპეციალისტებმა და  მარაგების შეფასების საერთაშორისო ექსპერტებმა  სხვადასხვა სახეობის შესახებ შეგროვებული ბიოლოგიური და კვლევითი მონაცემები განიხილეს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება შავი ზღვის ქვეყნებში მეთევზეობიდან მიღებული ბიოლოგიური მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგიების ჰარმონიზაცია და მონაცემთა შეგროვების ერთიანი, სტანდარტიზებული პროტოკოლის შემუშავება იყო.

მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრები მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერების, შავი ზღვის თევზის რესურსების მდგრადი მართვისა და საქართველოს, როგორც რეგიონული თანამშრომლობის აქტიური მონაწილე ქვეყნის, როლის განმტკიცებისთვის.

ცხელი ხაზი: 1501