შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

2026 წლის ზაფხულის სეზონის კლიმატური პროგნოზი

ჰიდრომეტეოროლოგია

ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებისა (MEDCOF-24) და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-35) 2026 წლის ზაფხულის სეზონის პროგნოზი მომზადდა.

პროგნოზის მიხედვით, ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, კლიმატურ ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი, ხოლო ატმოსფერული ნალექები ნორმაზე ნაკლები და ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ზაფხულის სეზონის ცალკეულ დღეებში შეიძლება ჰაერის ტემპერატურის კლიმატური ნორმიდან მნიშვნელოვანი გადახრები აღინიშნოს. კერძოდ, შესაძლებელია ქვეყნის დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურამ +38, +41, მთიან რაიონებში +37, +40, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +33, +36 გრადუსს მიაღწიოს.

შესაძლებელია აგრეთვე, სეზონის ცალკეულ პერიოდებში, ზაფხულისთვის დამახასიათებელი ექსტრემალური ამინდი - თბური ტალღები, გვალვიანი პირობები ან ძლიერი ნალექები აღინიშნოს.

 

ცხელი ხაზი: 1501