შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტოში ,,შავი ზღვის ჭკვიანი საზღვაო გარემოსდაცვითი შედეგების სისტემა“ ფარგლებში, დაინტერესებულ მხარეთა ონლაინ შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე პროექტის “შავი ზღვის ჭკვიანი საზღვაო გარემოსდაცვითი შედეგების სისტემა“ ფარგლებში, დაინტერესებულ მხარეთა ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს პროექტის  ფარგლებში თურქეთში, რუმინეთსა და საქართველოში მიმდინარე აქტოვობები. ასევე, მონაცემთა საერთო ბაზისა და პლატფორმის ფუნქციონალი.

შეხვედრა მიზნად ისახავდა დაინტერესებულ მხარეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობის გაღრმავებას და პროექტის შედეგების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობას შავი ზღვის რეგიონში.

აღნიშნულ შეხვედაში ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პროექტის პარტნიორები რუმინეთიდან  და თურქეთიდან მონაწილეობდნენ.

პროექტის მიზანია კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ხელშეწყობა, კატასტროფების რისკის პრევენცია და მდგრადობის გაძლიერება.

აღსანიშნავია რომ, პროექტი „შავი ზღვის ჭკვიანი საზღვაო გარემოსდაცვითი შედეგების სისტემა"   იყენებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს საზღვაო გარემოს მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და გაზიარებისთვის, რაც ხელს უწყობს კლიმატისადმი მედეგი და მდგრადი საზღვაო ეკოსისტემის ჩამოყალიბებას.

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501