შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შავი ზღვის მარაგების შეფასების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტებმა, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში, ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) ორგანიზებით გამართულ, შავი ზღვის მარაგების შეფასების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრაზე მონაწილეებმა თევზის მარაგების შეფასების თანამედროვე მეთოდებზე იმსჯელეს და შავი ზღვის პრიორიტეტული სახეობების მარაგებთან დაკავშირებული მონაცემები განაახლეს, ასევე  სამეცნიერო რეკომენდაციები და მოკლევადიანი პროგნოზები შეიმუშავეს.

აღნიშნულ შეხვედრაზე სააგენტოს სპეციალისტებმა პრეზენტაციები თემებზე - „ქაფშიის სივრცითი გავრცელება საქართველოს შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში sdmTMB მოდელის გამოყენებით“ და „შავი ზღვის სტავრიდის მარაგის შეფასება SAM მოდელის გამოყენებით“, წარადგინეს.

წარმოდგენილმა კვლევებმა საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა დაწარმოაჩინა ქვეყნის აქტიური მონაწილეობა შავი ზღვის თევზის რესურსების სამეცნიერო შეფასებისა და მდგრადი მართვის პროცესში.

მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეები არსებულ მონაცემებს განიხილავენ,  მარაგების შეფასების მოდელებს აუმჯობესებენ, ასევე, სამეცნიერო რეკომენდაციებს ამზადებენ  და ხელს უწყობენ შავი ზღვის თევზჭერის მდგრადი მართვის პროცესს.

გარემოს ეროვნული სააგენტო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, თანამედროვე სამეცნიერო მეთოდების დანერგვასა და შავი ზღვის ბიოლოგიური რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.
     

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501