„ინოვაციური ერთობლივი სწავლება შავი ზღვის აუზში მცხოვრები თემების გარემოსადმი მეგობრული ქცევის ჩამოსაყალიბებლად“
თარიღი: 2026 წლის 20–21 აგვისტო, ხუთშაბათი–პარასკევი
ადგილი: ქ. ვარნა, ბულგარეთი
Cherno More Hotel
LEARN4SEA-ის პროექტი – „ინოვაციური ერთობლივი სწავლება შავი ზღვის აუზში მცხოვრები თემების გარემოსადმი მეგობრული ქცევის ჩამოსაყალიბებლად,, – გიწვევთ პროექტის დასკვნით კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, ინოვაციური საგანმანათლებლო ინსტრუმენტები, საპილოტე აქტივობები, გარემოსდაცვითი საინფორმაციო ცენტრები და ერთობლივად შემუშავებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზში გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და თანამშრომლობის გაძლიერებას.
კონფერენცია ორგანიზებულია რუმინეთის საზღვაო სწავლების ცენტრის (CERONAV) და შავი ზღვა–დუნაის კვლევისა და განვითარების ასოციაციის (BDCA) მიერ, LEARN4SEA-ის პროექტის ყველა პარტნიორის თანამშრომლობით.
Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამა
პრიორიტეტი 2: სუფთა და მწვანე რეგიონი
მიზანი 2: უფრო მწვანე, დაბალი ნახშირბადის შემცველი ეკონომიკისკენ გადასვლა, რომელიც მიმართულია ნულოვანი ნახშირბადის ემისიების მიღწევისა და მდგრადი ევროპის ჩამოყალიბებისკენ.
სპეციფიკური მიზანი 7: ბუნების, ბიომრავალფეროვნებისა და მწვანე ინფრასტრუქტურის, მათ შორის ურბანულ ტერიტორიებზე, დაცვისა და შენარჩუნების გაძლიერება და დაბინძურების ყველა ფორმის შემცირება.
პარტნიორები:
- CERONAV – რუმინეთის საზღვაო სწავლების ცენტრი (RO) – წამყვანი პარტნიორი
- შავი ზღვა–დუნაის კვლევისა და განვითარების ასოციაცია (BDCA) (BG)
- სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო (NEA) (GE)
- პირი რეისის უნივერსიტეტი (PRU) (TR)
- შაბლას მუნიციპალიტეტი (SM) (BG)
პროექტის განხორციელების პერიოდი: 2024 წლის 26 ივნისი – 2026 წლის 25 აგვისტო
პროექტის მიზანი: ერთობლივად შემუშავებული გადაწყვეტილებების მეშვეობით, რომლებიც აძლიერებს ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობებს და ხელს უწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას განათლების სხვადასხვა დონეზე, მეტი მოქალაქის ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი ქცევის ხელშეწყობა. აღნიშნული ხელს შეუწყობს შავი ზღვის აუზის რეგიონში გარემოს უკეთ დაცვასა და დაბინძურების შემცირებას.
ღონისძიებაში მონაწილეობა შესაძლებელია მოწვევის საფუძველზე ან ორგანიზატორებთან წინასწარი დადასტურების შემთხვევაში. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ შავი ზღვა–დუნაის კვლევისა და განვითარების ასოციაციას (BDCA) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@bdcabg.org
ამ მასალის შინაარსზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის ავტორს/ავტორებს. მასალის შინაარსი შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას. მასალის გამოყენება ნებადართულია თუ მითითებული იქნება წყარო და ყველა ცვლილება.
