შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

1 სექტემბრიდან მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა

გეოლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის ახალი რეგულაცია მომზადდა, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდა.

ახალი წესი საქართველოს მთავრობის №424 დადგენილებით დამტკიცდა და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის პროცედურებს განსაზღვრავს.

დადგენილება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისთვის შემუშავებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტია. რეგულაციის მიზანია მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების მდგრადი მართვისთვის საჭირო მონაცემების სისტემატიზებული შეგროვება და შესაბამისი საინფორმაციო ბაზის შექმნა.

ახალი წესის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით. მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს წყლის ობიექტების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების მონიტორინგს, არსებული მდგომარეობის შეფასებას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.

დადგენილების თანახმად, ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი განახორციელებს. აღრიცხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნება ჰიდროგეოლოგიური მონაცემთა ბაზა, რომელიც პერიოდულად განახლდება.

დადგენილების ბმული:  მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის რეგულაცია

 

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501