შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

შავ ზღვაში 2020-2021 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა განისაზღვრა

შავი ზღვის მონიტორინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) მხარდაჭერით, შავ ზღვაში 2020-2021 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების  რაოდენობა დაადგინეს, მათ შორის ქაფშიის, რომელიც 109 000 ტონას შეადგენს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით და უშუალო ჩართულობით განხორციელებულმა კვლევებმა, გარემოს ეროვნულ სააგენტოს პირველად მისცა საშუალება  მარაგი  ევროკავშირის სტანდარტების და ხმელთაშუა ზღვის კომისიის  მოთხოვნების შესაბამისად განესაზღვრა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარაგის შეფასების სრულყოფილად წარმოება ხელს შეუწყობს ქვეყანაში თევზჭერის დარგის მდგრად განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ასევე,  დადგენილი თევზის რესურსის რაოდენობა უზრუნველყოფს თევზის გადამამუშავებელი საწარმოების სრულ დატვირთვას.