შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნულ სააგენტოში გვალვის მონიტორინგისა და პროგნოზირების საკითხებზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

ჰიდრომეტეოროლოგია

გარემოს ეროვნულ სააგენტოში გვალვის მონიტორინგისა და პროგნოზირების მიმართულებით დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე გვალვის შესახებ ინფორმაციისა და მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გავრცელების არსებული შესაძლებლობები და მათი გაუმჯობესების გზები განიხილეს. მონაწილეებმა, ასევე განიხილეს გვალვის მონიტორინგისა და პროგნოზირების სისტემების განვითარების მიმართულებით შემუშავებული წინადადებები და იმსჯელეს მათი გამოყენების, შესაბამის უწყებებს შორის მონაცემთა გაცვლისა და ინფორმაციის უფრო ეფექტიანად გავრცელების შესაძლებლობებზე.

გვალვის მონიტორინგისა და პროგნოზირების შესაძლებლობების გაძლიერება ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოსა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას.

პროექტი მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას. პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა ეროვნულ დონეზე გვალვის საფრთხის მონიტორინგისა და პროგნოზირების პლატფორმების შექმნა და ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა.

შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე, სააგენტოს სპეციალისტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების წარმომადგენლები, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501