შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ირაკლი მეგრელიძე მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე აირჩიეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე აირჩიეს.

ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე ქართველი დელეგატის წარდგენა რუმინეთში, ქ. ბუქარესტში მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მხარდაჭერით გამართულ კონგრესზე ბიუროსა და კომიტეტის მიერ მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი მეგრელიძე გასულ წელს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ფარგლებში, ჰიდროლოგიის მრჩევლის პოზიციაზე იქნა არჩეული. ასევე, 2017 წლიდან 2026 წლამდე მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მრჩეველის პოზიციას იკავებდა, ხოლო 2026 წლიდან დაინიშნა მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელად.

აღნიშნულ პოზიციაზე ირაკლი მეგრელიძის დანიშვნა მნიშვნელოვან აღიარებას წარმოადგენს, როგორც მისი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების, ისე საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო ჰიდრომეტეოროლოგიური თანამშრომლობის დონეზე.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და ჰიდროლოგიის მიმართულებით საქმიანობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია WMO-ის როლი კლიმატის ცვლილების კვლევაში. ორგანიზაციის მიერ მოწოდებული მონაცემები და ანალიტიკური ინსტრუმენტები ეხმარება ქვეყნებს კლიმატური რისკების შეფასებასა და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების დაგეგმვაში.

აღსანიშნავია, რომ თითქმის 30 წელია საქართველო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) წევრია, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას იყოს ჩართული საერთაშორისო თანამშრომლობაში, მიიღოს თანამედროვე ცოდნა და ტექნოლოგიები, ასევე, გააძლიეროს საკუთარი მეტეოროლოგიური სისტემა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501