შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ანაზღაურებად სტაჟირებას 11 სტუდენტი და კურსდამთავრებული გაივლის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, გარემოს ეროვნულ სააგენტოში 11 სტუდენტი და კურსდამთავრებული სტაჟირებას გაივლის.

პროგრამის მონაწილეებს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური შეხვდა. შეხვედრაზე ახალგაზრდებს პროგრამაში ჩართვა მიულოცა და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სტაჟირების პერიოდში მონაწილეები სააგენტოში პრაქტიკულ გამოცდილებას ჰიდროლოგიის, მეტეოროლოგიის, გარემოს დაბინძურების, გარემოსდაცვითი შეფასებისა და ლიცენზირების მიმართულებებით მიიღებენ.

ანაზღაურებადი სტაჟირება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერებასა და საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილების მიღებას.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ანალოგიური პროგრამის ფარგლებში გარემოს ეროვნულ სააგენტოში სტაჟირება 22 ახალგაზრდამ გაიარა, რომელთაგან 9 სააგენტოში დასაქმდა.

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501