შეხვედრა ბუნებრივი საფრთხეების კარტოგრაფირებისა და ზონირების ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებასთან დაკავშირებით
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალიტები ბუნებრივი საფრთხეების რუკებისა და ზონირების ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პარტნიორობით მიმდინარე პროგრამის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ.
შეხვედრის მიზანს ბუნებრივი საფრთხეების, კერძოდ, წყალდიდობის, თოვლის ზვავის, მეწყრისა და ღვარცოფის რუკების შემუშავებისა და ზონირების ერთიანი ეროვნული მიდგომის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული მიმდინარე სამუშაოების განხილვა, მეთოდოლოგიური და ტექნიკურ-სამართლებრივი საკითხების შეჯერება, ასევე შესაბამის უწყებებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოები, ტექნიკური რეგლამენტების შემუშავების მეთოდოლოგიური მიდგომები, სამუშაო გეგმა და მოსალოდნელი შედეგები განიხილეს.
შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
