სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი სააგენტოში
გარემოს დაბინძურების მონიტორინგი
გარემოს ეროვნულ სააგენტოში სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (SAIDC) და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ვიზიტის მიზანს SAIDC-ის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტის ,,თანამედროვე ანალიტიკური მეთოდების დაინსტალირება და დანერგვა ორგანული დამაბინძურებლების განსაზღვრისათვის წყლის ევროპული დირექტივების შესაბამისად“ (SAMRS/2023/GE/1/2) ფარგლებში მიღწეული შედეგების განხილვა წარმოადგენდა. აღნიშნული პროექტი ბრატისლავაში სლოვაკეთის ტექნოლოგიის უნივერსიტეტთან (STUBA) თანამშრომლობით განხორციელდა.
მონიტორინგის ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა პროექტის განხორციელების გამოცდილება და მიღწეული შედეგები განიხილეს. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ანალიტიკური მეთოდების დანერგვის მნიშვნელობას, ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
