სააგენტოს წარმომადგენლები ქალაქ ტრაბზონში, საერთაშორისო პროექტის ,,TIMOD NEXT" სამუშაო ღონისძიებას დაესწრნენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა თურქეთის ქალაქ ტრაბზონში, ევროკავშირის თანადაფინანსებით, Interreg NEXT შავი ზღვის აუზის ქვეყნების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო პროექტის „TIMMOD-NEXT“ პირველ სამუშაო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრის მთავარი თემა „ჭკვიანი აკვაკულტურა და რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემები“ იყო, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს წარმომადგენლებმა თემატური პრეზენტაციები წარადგინეს.
ღონისძიებას პროექტის პარტნიორები, საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის ექსპერტები და დარგის სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ. პროგრამა მოიცავდა პარტნიორთა სამუშაო შეხვედრებს, საპილოტე ტესტირებებს და ტექნიკურ ვიზიტებს. მათ შორის ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა დაინტერესებული მხარეების საჭიროებები და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს.
