სააგენტოს წარმომადგენელმა საინჟინრო გეოლოგიის და გარემოს საერთაშორისო ასოციაციის მსოფლიო კონგრესში მიიღო მონაწილეობა
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოლოგიის სამმართველოს უფროსმა გიორგი გაფრინდაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს ქ. დელფტში გამართულ საინჟინრო-გეოლოგიისა და გარემოს საერთაშორისო ასოციაციის (IAEG) XV მსოფლიო კონგრესში მიიღო მონაწილეობა.
კონგრესი „საინჟინრო გეოლოგია სწრაფად ცვალებად მსოფლიოში“ საინჟინრო-გეოლოგიის თანამედროვე კვლევებსა და პრაქტიკას, მდგრად განვითარებასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს დაეთმო.
სააგენტოს წარმომადგენელმა კონგრესის ფარგლებში ორი მოხსენება წარადგინა თემებზე: „გეოლოგიური მოვლენებით გამოწვეული საფრთხეები საქართველოში“ და „გეოლოგიური საფრთხეების რუკის შედგენა ქ. თბილისში“. გარდა ამისა, იგი გეოლოგიის ცალკეული მიმართულებებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიებს თავმჯდომარეობდა.
