შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

COP31-ის ფარგლებში საქართველოს პავილიონში შავი ზღვის დაბინძურების პრევენციისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე პანელური დისკუსია გაიმართა

თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, საქართველოს პავილიონში თემაზე „ზღვებისა და მდინარეების დაკავშირება: მდინარისა და საზღვაო ნარჩენების საკითხის მოგვარება კლიმატური მდგრადობისთვის - რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება“ პანელური დისკუსია გაიმართა.

დისკუსიაში გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინე არაბიძემ მიიღო მონაწილეობა. მან საქართველოში შავი ზღვის მონიტორინგის მიმართულებით სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ მოხსენება წარადგინა.

პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მუდმივი საერთაშორისო სამდივნოს აღმასრულებელი მენეჯერი, შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიის სამდივნოს წარმომადგენელი, ოკეანისა და კლიმატის პოლიტიკის ექსპერტი და კოსტა-რიკის უნივერსიტეტის წარმომადგენელი.

დისკუსიის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს მდინარეთა აუზების, სანაპირო ზოლისა და საზღვაო გარემოს ინტეგრირებული მართვის მნიშვნელობაზე შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვისა და დაბინძურების პრევენციის მიმართულებით. ასევე განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებისა და მონიტორინგის მეთოდოლოგიების ჰარმონიზაციის შესაძლებლობები.

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501