შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული ქაფშიას მარაგების კვლევა ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალურმა კომისიამ აღიარა

შავი ზღვის მონიტორინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის  მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიულ წყლებში ქაფშიას მარაგების ჰიდროაკუსტიკური კვლევა ჩაატარეს.

კვლევა თანამედროვე მეთოდოლოგიისა და აღჭურვილობის გამოყენებით მოხდა, რითაც   გარემოს ეროვნულ სააგენტოს სპეციალისტებს საშუალება მიეცათ, მარაგი  ევროკავშირის სტანდარტების და ხმელთაშუა ზღვის კომისიის  მოთხოვნების შესაბამისად განესაზღვრათ.

კვლევისას სააგენტოს სპეციალისტების მიერ ამერიკული წარმოების  სპეციალიზირებული სამეცნიერო-კვლევითი ექოსაუნდერით ქაფშიის შეჯგუფებების ფიქსირება და ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა განხორციელდა. ამავდროულად, წარმოებული იქნა ზღვის ჰიდროლოგიური მაჩვენებლების შესწავლა, ასევე აღებული იქნა თევზის სინჯები და შეფასდა ქაფშიას პოპულაციის ასაკობრივი და ზომა-წონითი მაჩვენებლები  და განისაზღვრა ძირითადი სარეწაო ობიექტის მარაგის რაოდენობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევა პირველად იქნა აღიარებული  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) მიერ.

კვლევის საფუძველზე, შესაძლებელია შავი ზღვის ძირითადი სარეწაო ობიექტის - ქაფშიას მარაგების სრულყოფილი შეფასება და მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში თევზჭერის დარგის  განვითარებას, ეკონომიკის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.