გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, ხუთდღიანი ონლაინ ტრენინგი გაიმართა

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით,  ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის უწყვეტად მუშაობს.

პროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II“ ფარგლებში, სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტისა და სამინისტროს ჰაერის სამმართველოს თანამშრომლებისთვის საერთაშორისო ექსპერტმა ხუთდღიანი ტრენინგი გამართა თემაზე „ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემების ვალიდაციის პროგრამული უზრუნველყოფის ადაპტირება და ვალიდაციის პროცედურების გამოყენება“. აღნიშნულ ტრენინგის საფუძველზე ადგილობრივმა სპეციალისტებმა ამ მიმართულებით ცოდნა გაიუმჯობესეს, რასაც შემდგომ პრაქტიკაში დანერგავენ.

აღნიშნული პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის მმართველობის რეფორმის ფონდის (UNDP-GRF) ქვე-პროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II“ ფარგლებში ხორციელდება.