გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიებს თანამედროვე ხელსაწყოები გადაეცა

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის  ბათუმისა და ქუთაისის ლაბორატორიებს თანამედროვე ტიპის სპექტროფოტომეტრები გადაეცა. ხელსაწყოს გამოყენებასთან დაკავშირებით, სპეციალისტებისთვის ტრენინგები გაიმართა.

აღნიშნული დანადგარებით ლაბორატორიებში სხვადასხვა ქიმიური პარამეტრის ანალიზები უახლესი მეთოდების გამოყენებით განხორციელდება, რაც შესაძლებლობას იძლევა, გაიზარდოს წყლის ხარისხის კვლევის კომპონენტები და თანამედროვე მეთოდებით განხორციელდეს სამეცნიერო-კვლევითი ანალიზები. ქართველი სპეციალისტები ქიმიურ   კვლევებს ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მეთოდოლოგიის გათვალისწინებით განახორციელებენ.

თანამედროვე ტიპის სპექტროფოტომეტრი გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის (EUWI+)“ ფარგლებში გადაეცა.