გარემოს ეროვნული სააგენტო

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მორიგი ონლაინ ტრენინგი გაიმართა

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით,  ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

პროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II“ ფარგლებში, სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტების, ასევე, სამინისტროს ჰაერის სამმართველოს თანამშრომლებისთვის, საერთაშორისო ექსპერტმა, ნიკოლა პეპემ მორიგი ონლაინ ტრენინგი გამართა თემაზე „მონაცემების შეგროვება და დამუშავება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირებისათვის“.

ტრენინგი ადგილობრივ სპეციალისტებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების მიმართულებით ცოდნის გაუმჯობესებასა და მიღებული გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს.

აღნიშნული პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის მმართველობის რეფორმის ფონდის (UNDP-GRF) ქვეპროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება - ფაზა II“ ფარგლებში ხორციელდება.