გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტო ინოვაციური საველე და საოფისე ხელსაწყო-დანადგარებით აღიჭურვა

ჰიდრომეტეოროლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, მაღალი სიზუსტის, თანამედროვე, ინოვაციური საველე და საოფისე ხელსაწყო-დანადგარებით აღიჭურვა.

აღნიშნული აღჭურვილობა ხელს შეუწყობს და გააუმჯობესებს ჰიდროლოგიური მონაცემების მოდელირებისა და ანალიზის სწრაფ განხორციელებას; ასევე, საველე ჰიდროლოგიური სამუშაოების  შედეგად მიღებული მონაცემების სიზუსტეს, რაც, თავის მხრივ, გაზრდის სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების პროგნოზისა და ადრეული გაფრთხილებების ეფექტიანობას.

პროექტის ფარგლებში მოწოდებული თანამედროვე, მაღალი წარმადობის მოწყობილობის საშუალებით, განხორციელდება საველე და კამერალური კვლევების დროს მოპოვებული გეოლოგიური მონაცემების დამუშავება, ანალიზი და მონაცემთა ბაზების სისტემატიზირება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სააგენტოს შესაძლებლობებს მომსახურეობის სფეროში.

თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის (NVE)  ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ჰიდროლოგიურ-გეოლოგიური მონიტორინგის გაძლიერება საქართველოში ჰიდროელექტრული სადგურების  განვითარების ხელშეწყობის მიზნით“ ფარგლებში შეიძინა. აღჭურვილობის საერთო ღირებულება 205 930 ლარია.