შავი ზღვის ჭკვიანი საზღვაო გარემოსდაცვითი შედეგების სისტემა (BS-SEOS)
საერთაშორისო პროექტი
- დაწყების თარიღი:
- დასრულების თარიღი:
პროექტის დასახელება:
შავი ზღვის ჭკვიანი საზღვაო გარემოსდაცვითი შედეგების სისტემა (BS-SEOS)
პროექტის აღწერა:
BS-SEOS პროექტი მიზნად ისახავს კომუნიკაციის სტანდარტიზებული საშუალებების მიღებას იმ მონაცემთა ბაზებისთვის, რომელშიც გროვდება გარემოსდაცვითი და მსგავსი მონაცემები "ონლაინ" მობილური სადგურებიდან, კერძოდ "ჭკვიანი" ტივტივების და წყლის ზედაპირზე მოძრავი ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებების (ASVs)) გამოყენებით. მონაცემთა შედგენილ ბაზებში დიდი ყურადღება დაეთმობა სხვა ევროპულ მონაცემთა ბაზების გაზიარებას. ეს საშუალებას იძლევა, რომ პროექტში მონაწილე პარტნიორ ორგანიზაციებს შეეძლოთ თანამედროვე მოდელების მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიღებული ინოვაციურ მოდელების გამოყენებით გადაწყვიტონ სხვადასხვა ეკოლოგიური ამოცანები და ასევე გაუზიარონ სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს ეკოლოგიურ მოდელებთან მუშაობის გამოცდილება და მიღებულ შედეგებზე წვდომა. ამდენად, ამ პროექტის ძირითადი მიზანია სტანდარტიზებული საკომუნიკაციო სისტემის შექმნა მობილური სადგურებიდან და შავი ზღვის რეგიონში არსებული მონაცემთა ბაზებიდან გარემოსდაცვითი მონაცემების შეგროვებისა და გაზიარების მიზნით. ეს ხელს შეუწყობს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას, მონაცემებში ბაზებში არსებული ხარვეზების გამოვლენას და აღმოფხვრას.
განმახორციელებელი:
პროექტის სტრუქტურა შემდგომია:
პროექტს მართავს წამყვანი პარტნიორი - ლითონის მრეწველობის თურქეთის დამსაქმებელთა ასოციაცია, თურქეთი (Turkish Employers’ Association of Metal Industries);
პარტნიორებია:
- სტამბულის უნივერსიტეტი, თურქეთი (Istanbul University);
- საზღვაო კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტი „გრიგორე ანტიპა“, (National Institute For Marine Research and Development “Grigore Antipa”);
- სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველო.
ბიუჯეტი:
პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1,291,447.2 ევროს (აქედან გარემოს ეროვნული სააგენტოს წილი არის: 222,902.4 ევრო, რომელიც ასევე მოიცავს თანადაფინანსებას 22,290.24 ევროს ოდენობით)
დაწყება-დასრულება:
ოქტ. 2024 - მარტი 2027
მიზნობრივი ტერიტორია:
შავი ზღვის რეგიონი
საკონტაქტო პირი:
გარემოს ეროვნული სააგენტოდან:
გიორგი კორძახია - ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი, giakordzakhia@gmail.com, giorgi.kordzakhia@nea.gov.ge