შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ევროკავშირის მწვანე დაკავშირებადობა: ჰაერის ხარისხის ინსტრუმენტებისა და სატრასპორტო საშუალებების გამონაბოლქვის სტანდარტების გაუმჯობესება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის უკეთ დასაცავად

საერთაშორისო პროექტი

  • დაწყების თარიღი:
  • დასრულების თარიღი:

პროექტის დასახელება:

"ევროკავშირის მწვანე დაკავშირებადობა: ჰაერის ხარისხის ინსტრუმენტებისა და სატრასპორტო საშუალებების გამონაბოლქვის სტანდარტების გაუმჯობესება საქართველოს მოქალაქეების  ჯანმრთელობის უკეთ დასაცავად

პროექტის აღწერა:

ეს ქმედება მიზნად ისახავს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას საქართველოში მისი მოქალაქეების ჯანმრთელობის უკეთ დაცვისთვის. ამისათვის, არსებობს მისი ადმინისტრაციის შესაძლებლობის გაუმჯობესების საჭიროება ჰაერის ხარისხის სექტორის მონიტორინგის, ანალიზისა და რეგულირების მიმართულებით, იმის გათვალისწინებით, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გარემოსდაცვით გამოწვევას ქვეყანაში.

კონკრეტული ქმედებების განხორციელებით მიღწეული იქნება იქნება ორი ძირითადი შედეგი:

შედეგი 1: საქართველოში ჰაერის ხარისხის გაზომვის ტექნიკური ინსტრუმენტები გაუმჯობესებულია.

- კომპონენტი 1: საქართველოს დასავლეთ ზონისთვის ჰაერის ხარისხის გეგმის შემუშავების ხელშეწყობა.

- კომპონენტი 2: ჰაერის ხარისხის პორტალისა და ჰაერის ხარისხის აპლიკაციის შემუშავება.

შედეგი 2: ავტომობილების გამონაბოლქვის ეროვნული რეგულაციების აღსრულება კიდევ უფრო გაუმჯობესებულია.

- კომპონენტი 3: აღსრულების სათანადო ზომების დადგენა სატრანსპორტო გაფრქვევების შესახებ ევროკავშირის სტანდარტების განსახორციელებლად.

- კომპონენტი 4: სატრანსპორტო საშუალებების იმპორტისთვის გადასახადო სისტემის გაუმჯობესება ავტოპარკის განსაახლებლად და ქვეყნის დასაცავად დიზელის სატრანსპორტო საშუალებების მზარდი იმპორტისაგან.

განმახორციელებელი:

იბერო-ამერიკული და საერთაშორისო ფონდი ადმინისტრირებისა და საჯარო პოლიტიკისათვის (FIIAPP), განვითარებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის სლოვაკეთის სააგენტო (SAIDS);

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (ერთ-ერთი ბენეფიციარი - სსიპ  გარემოს ეროვნული სააგენტო)

ბიუჯეტი:

1000000 ევრო

დაწყება-დასრულება:

01.10.2024 - 31.03.2027

მიზნობრივი ტერიტორია:

საქართველო

დონორი ორგანიზაცია:

ევროკომისია

საკონტაქტო პირი:

ნოე მეგრელიშვილი - გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (სამინისტრო), Noe.Megrelishvili@mepa.gov.ge;

მარინე არაბიძე - გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი (გარემოს ეროვნული სააგენტო), marine.arabidze@nea.gov.ge