შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

„ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერება და მოწინავე ტექნოლოგიების დაუფლება მდგრადი მეთევზეობისა და ეკოლოგიურად სუფთა აკვაკულტურისათვის შავ ზღვაში

საერთაშორისო პროექტი

  • დაწყების თარიღი:
  • დასრულების თარიღი:

„ინოვაციური შესაძლებლობების გაძლიერება და მოწინავე ტექნოლოგიების დაუფლება მდგრადი მეთევზეობისა და ეკოლოგიურად სუფთა აკვაკუ   ლტურისათვის შავ ზღვაში''

პროექტის შესახებ:
TIMMOD-NEXT წარმოადგენს ტრანსნაციონალური თანამშრომლობის პროექტს, რომლის მიზანია შავი ზღვის რეგიონის თევზჭერისა და აკვაკულტურის სექტორში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება და მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.
პროექტი აერთიანებს ექვს ორგანიზაციას ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, საბერძნეთიდან, საქართველოდან და თურქეთიდან და ეფუძნება წინა TIMMOD პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და ჩამოყალიბებულ თანამშრომლობას.
TIMMOD-NEXT-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა თევზჭერისა და აკვაკულტურის ღია ლაბორატორიების შავი ზღვის ინოვაციური ქსელის შექმნა, რომელიც შავი ზღვის აუზის ხუთ ქვეყანაში არსებულ ხუთ ღია ლაბორატორიას გააერთიანებს. ქსელი უზრუნველყოფს გარემოს ინოვაციური ტექნოლოგიების ტესტირებას, დემონსტრირებისა და პოპულარიზაციას, ასევე ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაძლიერებას კვლევით ორგანიზაციებს, თევზჭერისა და აკვაკულტურის სფეროში მოქმედ ოპერატორებს, ტექნოლოგიების მიმწოდებლებს, საჯარო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.

პროექტის მიზანი და ამოცანები:
TIMMOD-NEXT-ის მთავარი მიზანია შავი ზღვის რეგიონში თევზჭერისა და აკვაკულტურის სფეროში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება და მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტი ითვალისწინებს კვლევით და საწარმოო სექტორებს შორის კავშირების გაძლიერებას, თევზის რესურსების მდგრადი გამოყენებისა და ეკოლოგიურად სუფთა აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის ერთობლივი გადაწყვეტილებების შემუშავებას.

პროექტის ძირითადი ამოცანებია:
თევზჭერისა და აკვაკულტურის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება;
ხუთი ღია ლაბორატორიისგან შემდგარი შავი ზღვის ინოვაციური ქსელის შექმნა მოწინავე ტექნოლოგიების გამოცდის, დემონსტრირებისა და დანერგვის ხელშეწყობის მიზნით;
თევზჭერის, აკვაკულტურისა და გარემოს მონიტორინგისთვის გამოსადეგი ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოვლენა და შეფასება;
შერჩეული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების საპილოტე გამოცდა და მათი ვალიდაცია რეალურ სამუშაო პირობებში;
კვლევით ორგანიზაციებს, თევზჭერისა და აკვაკულტურის სფეროში მოქმედ ოპერატორებს, ბიზნესს, სახელმწიფო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება;
ცოდნის გაცვლის, ტრენინგებისა და შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა თევზჭერისა და აკვაკულტურის ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით;
ინტერაქტიული ვებპორტალის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად თევზჭერასა და ეკოლოგიურად სუფთა აკვაკულტურასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, ციფრულ ინსტრუმენტებზე, კარტოგრაფიულ რესურსებსა და ცოდნაზე წვდომას.

მოსალოდნელი შედეგები:
TIMMOD-NEXT-ის ფარგლებში დაგეგმილია მოქმედი ტრანსნაციონალური ღია ლაბორატორიების შავი ზღვის ინოვაციური ქსელის ჩამოყალიბება, რომელიც გააერთიანებს ბულგარეთში, რუმინეთში, საბერძნეთში, საქართველოში და თურქეთში არსებულ ლაბორატორიებს.
პროექტი გააძლიერებს კვლევითი ორგანიზაციების შესაძლებლობებს, თევზჭერისა და აკვაკულტურის სექტორს შესთავაზონ მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები; ხელს შეუწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების საპილოტე გამოცდასა და პრაქტიკაში დანერგვას, გააუმჯობესებს შავი ზღვის რეგიონის მასშტაბით ინსტიტუციებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობას და TIMMOD-NEXT-ის ვებპორტალის მეშვეობით უზრუნველყოფს ციფრულ ინსტრუმენტებსა და ცოდნის რესურსებზე წვდომას.

პროექტის ფარგლებში მოსალოდნელია შემდეგი შედეგების მიღწევა:
5 კვლევითი ორგანიზაცია მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ კვლევით საქმიანობაში;
6 ორგანიზაცია, რომელიც ითანამშრომლებს ტრანსსასაზღვრო დონეზე;
3 ერთობლივად ორგანიზებული ტრანსნაციონალური საჯარო ღონისძიება ჩატარდება;
1 ერთობლივი საპილოტე ღონისძიება განხორციელდება ღია ლაბორატორიების ინოვაციური ქსელის ფარგლებში;
1 ერთობლივი გადაწყვეტილება შემუშავდება - თევზჭერისა და აკვაკულტურის ღია ლაბორატორიების შავი ზღვის ინოვაციური ქსელი

ფინანსური მხარდაჭერა:
TIMMOD-NEXT პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 984 925,58 ევროს.
პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამისფარგლებში. Interreg-ის დაფინანსების წილი შეადგენს 90%-ს, რაც 886 433,00 ევროს უტოლდება.

პროექტის პარტნიორები:
თევზის რესურსების ინსტიტუტი – ვარნა (IFR), ბულგარეთი — წამყვანი პარტნიორი
შავი ზღვისა და დუნაის კვლევისა და განვითარების ასოციაცია (BDCA), ბულგარეთი
დუნაის დელტის კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტი (DDNI), რუმინეთი
თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი (AUTh), საბერძნეთი
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო (NEA), საქართველო
თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტრო — თევზჭერის კვლევის ცენტრალური ინსტიტუტი (SUMAE), თურქეთი

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501