შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

აკვაკულტურის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია

  • თარიღი:

შპს „ბათუმი ფიშინგ კომპანი“-ს განცხადების საფუძველზე, სააგენტოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აპრილის N639 განკარგულებით საქართველოს საზღვაო წყლებში მარიკულტურისათვის გამოყოფილ N3 (თევზის) ზონაში (გონიო-კვარიათის მიმდებარე საზღვაო ტერიტორია) აკვაკულტურის ნებართვის გაცემის მიზნით.

აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, 14:00 საათზე, ქ. ბათუმში (ორბელიანის N10) კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაიმართება ზეპირი მოსმენა. ზეპირი მოსმენაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

განცხადება და მასზე დართული დოკუმენტები: https://nea.gov.ge/Ge/Announcements/13