მარაბდის წყალსაცავზე ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია
- თარიღი:
შპს ,,მარაბდა ლეიქის“ განცხადების საფუძველზე სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე მარაბდის წყალსაცავზე 20 წლის ვადით ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის მიზნით.
აღნიშნულ საკითხზე 2025 წლის 11 მარტს, 14:00 საათზე, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაიმართება ზეპირი მოსმენა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეში (სოფ. მარაბდის საჯარო სკოლის შენობაში). ზეპირი მოსმენაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე: https://nea.gov.ge/Ge/Announcements/18