შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონების პროექტი

  • თარიღი:

„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საზღვაო სივრცის ფარგლებში აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ საზღვაო სივრცის ფარგლებში აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონების პროექტს.

აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონების პროექტის შემუშავება ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მხარდაჭერით განხორციელდა.

საჯარო განხილვის მიზნით შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ზონებთან დაკავშირებით, შენიშვნები და წინადადებები, შეგიძლიათ წარმოადგინოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოში 2023 წლის 20 მარტამდე (მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზ. N150) ან გამოგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@nea.gov.ge 

დანართი:

1. აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონები

2. „საქართველოში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა” (Support to Environmental Protection and Fight Against Climate Change in Georgia” (EPFACC)), ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ზონების პროექტის პირველადი ვერსია.