შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდ. ჩოლაბურის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „მ გრუპის“ სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაცია

შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები

  • დაწყების თარიღი:

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „მ გრუპის“ მიერ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდ. ჩოლაბურის მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელიც განთავსდა სააგენტოს ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1041).  

პროექტთან დაკავშირებით 2022 წლის 23 დეკემბერს, 14:00-საათზე,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში ჩაინიშნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა, რომელიც ასევე განთავსდა სააგენტოს ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1058). 

2022 წლის 30 ნოემბრის N21/7307 წერილის შესაბამისად, გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, ზემოაღნიშნულ პროექტზე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, მოცემული გარემოების გათვალიწინებით 2022 წლის 23 დეკემბერს ჩანიშნული საჯარო განხილვა აღარ ჩატარდება.

ცხელი ხაზი: 1501