შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სკრინინგის განცხადება - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შპს „გეოპლანტ პლიუსის“ სამელიორაციო (სარწყავი) სისტემის მოწყობის და ექსპლუატაციის პროექტი

გზშ სკრინინგის განცხადება

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სამელიორაციო სისტემის მოწყობა და ექსპლუატაცია; კაშხლის ან/და სხვა ნაგებობის/მოწყობილობის მშენებლობა, რომლის მშენებლობა მიზანშეწონილია წყლის შეკავების ან წყლის გრძელვადიანი დაგროვების მიზნით და რომლის მიერ შეკავებული ან დაგროვებული წყლის მოცულობა 10 000 მ​3-ზე მეტია;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „გეოპლანტ პლიუსი“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. საბათლო და სოფ. არხილოსკალო;

დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501