შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა - უქმე დღეების გათვალისწინებით, ქ.თბილისში შპს „გეო ენერჯის“ მიერ ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეროშენადნობების საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტზე შენიშვნების წარმოდგენის ვადის ცვლილების შესახებ

გზშ სკოპინგის განცხადება

  • დაწყების თარიღი:

 

ვინაიდან ,,უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის N6580 დადგენილების საფუძველზე, 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით გამოცხადებულია უქმე დღეებად, ქვემოთ ჩამოთვლილ პროექტებზე შეიცვალა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად განსაზღვრული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენის ვადები.

ქ. თბილისში  შპსგეო ენერჯის  მიერ ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეროშენადნობების საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები, განცხადებაში  (იხ. ლინკი: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1186 ) მითითებული ვადის (2023 წლის  9 იანვრის ჩათვლით) ნაცვლად, შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 13 იანვრის  ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).