შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - მარნეულის მუნიციპალიტეტში შპს „ქართლი ჯენერეიშენის“ 110 კვ ძაბვის მიწისზედა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა და 110 კვ ძაბვის ქვესადგურის მოწყობა და ექსპლუატაციის პროექტი

შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები

  • დაწყების თარიღი:

2022 წლის 2 დეკემბერს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდა განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რომელიც ეხება  მარნეულის მუნიციპალიტეტში, შპს „ქართლი ჯენერეიშენის“ 110 კვ ძაბვის მიწისზედა ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანა და 110 კვ ძაბვის ქვესადგურის მოწყობა და ექსპლუატაციის პროექტს (იხ. ლინკი - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1122).

 

გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 19 დეკემბრის N 21/7923 წერილის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე.