შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - ქვემო ქართლის, ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)

  • დაწყების თარიღი:

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია ქვემო ქართლის, ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც განთავსდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1254). 

2023 წლის 24 იანვარს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ N04/19 წერილით სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი ინფორმაცია ქვემო ქართლის, ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 9 მარტის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტო).

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501