გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ „სხალთა ჰესი“- ს ქვესადგურის „შუახევი ჰესი“-ს ქვესადგურთან დამაკავშირებელი 35 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „აჭარისწყალი ჯორჯია";
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: შუახევის მუნიციპალიტეტი, დაბა შუახევი;
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
2023 წლის 14 მარტი 11:00 საათი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა;
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 28 მარტის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.
იხ. საჯარო განხილვის წესი - https://matsne.gov.ge/ka/document/view/4054941?publication=0