შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ -შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის მდ. ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ბახვი 1 ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)

  • დაწყების თარიღი:

 

შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის მიერ, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოდგენილ იქნა მდ. ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ბახვი 1 ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი (იხ. ლინკი: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33570)

 

აღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2022 წლის 18 მარტს N 2627/01 წერილის საფუძველზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისიტრომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება. (იხ. ლინკი: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33872)

 

2022 წლის 29 აპრილს შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის  მიერ N10717 წერილის შესაბამისად სამინისტროში წარმოდგენილ იქნა დამატებითი (დაზუსტებული) ინფორმაცია მდ. ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ბახვი 1 ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.

 

 

დამატებითი ინფორმაციის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 4 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).

 


გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501