დამატებითი გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა - ქ. ფოთში, სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის" ,,ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის“ პროექტი
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)
- დაწყების თარიღი:
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის" მიერ სამინისტროში წარმოდგენილი იქნა - ქ. ფოთში, ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის გზშ-ის ანგარიში, რომელიც განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკი - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31850).
სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად 2021 წლის 5 ოქტომბერს სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის" მიერ წარმოდგენილ იქნა დამატებითი/დაზუსტებული დოკუმენტაცია ქ. ფოთში, ,,ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის“ პროექტის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით (იხ. ლინკი - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33324).
დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის ეტაპზე გამოვლენილი დასაზუსტებელი გარემოებების/საკითხების გათვალისწინებით სამინისტრომ პროექტთან დაკავშირებით 2021 წლის 10 ნოემბერს 3 (სამი) თვის ვადით შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ლინკი - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33430).
2022 წლის 31 იანვარს სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის" მიერ წარმოდგენილ იქნა განახლებული, დაზუსტებული დოკუმენტაცია ქ. ფოთში, ,,ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის“ პროექტის გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით (იხ. ლინკი - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33696).
დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით 2022 წლის 29 მარტს სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ წარმოდგენილი იქნა დამატებითი წერილი N7241, რაზეც 2022 წლის 12 აპრილის N 3649/01 წერილით სამინისტრომ უზრუნველყო კომპანიისთვის შესაბამისი განმარტებების მიწოდება, დასაზუსტებელი საკითხების შესახებ.
2022 წლის 12 აპრილის N 3649/01 წერილის პასუხად 2022 წლის 8 ივნისს სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ წარმოდგენილი იქნა დამატებითი ინფორმაცია ქ. ფოთში, სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის" ,,ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის“ პროექტის შესახებ.
დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ 2022 წლის 24 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge