შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სგშ - სკრინინგის განცხადება - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის „ქალაქ ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი №297-ში მდებარე ტერიტორიაზე (ს/კ 20.42.01.051) მრავალფუნქციური ობიექტის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია“

სგშ სკრინინგის განცხადება

  • დაწყების თარიღი:
  • დასრულების თარიღი:

სტრატეგიული დოკუმენტის დასახელება: „ქალაქ ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი №297-ში მდებარე ტერიტორიაზე (ს/კ 20.42.01.051) მრავალფუნქციური ობიექტის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია“

დამგეგმავი ორგანო: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დ. აღმაშენებლის გამზირი №297-ში მდებარე ტერიტორიაზე (ს/კ 20.42.01.051)

წარმოდგენილ სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 27 ივნისის  ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@nea.gov.ge

სტრატეგიული დოკუმენტი– საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ III თავის შესაბამისად და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები;

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) – „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას;

სკრინინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას;