შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ფეროშენადნობთა საწარმოს ექსპლუატაციის პირობების (წარმადობის გაზრდა) ცვლილების და 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,ნახშირღელეს“ გაყვანის პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:


დაგეგმილი საქმიანობის დასახელება:  ფეროშენადნობთა საწარმოს ექსპლუატაციის პირობების (წარმადობის გაზრდა) ცვლილების და 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,ნახშირღელეს“ გაყვანის პროექტი;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: თერჯოლის მუნიციპალიტეტი;


საჯარო განხილვის ორგანიზატორი:  სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების დრო და ადგილი: 

2023  წლის 29 მარტი, 13:30 საათი, სოფ. ნახშირღელეს ადმინისტრაციული ერთეულის შენობა; 


2023 წლის 29 მარტი, 16:00 საათი, სოფ.ჭოგნარის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;


2023 წლის 30 მარტი, 14:00 საათი, სოფ. კვახჭირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;

“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ საგენტოს 2023 წლის 4 აპრილის    ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge    (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტო). 

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსია ასევე ხელმისაწვდომია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.