შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სკრინინგის განცხადება - მცხეთის მუნიციპალიტეტში შპს „ბ და ბ“-ს მიერ 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტი (მათ შორის, სავაჭრო ცენტრისა და 1 000 ავტომობილის ტევადობის ავტოპარკის მოწყობა) და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მოწყობის და ექსპლუატაციის პროექტი

გზშ სკრინინგის განცხადება

  • დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 10 ჰექტარი ან მეტი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება; 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტი (მათ შორის, სავაჭრო ცენტრისა და 1 000 ავტომობილის ტევადობის ავტოპარკის მოწყობა); ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა და ექსპლუატაცია;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ბ და ბ“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნავდარაანთკარი;



დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 23 მარტის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).