შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სკრინინგის განცხადება - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფ. წყალწმინდაში შპს „გურია ფიშ ფარმინგის" თევზსაშენი ტბორის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

გზშ სკრინინგის განცხადება

  • დაწყების თარიღი:

 

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: წელიწადში 40 ტონაზე მეტი წარმადობის აკვაკულტურის მეურნეობის მოწყობა (წყლის ცხოველური ორგანიზმებისა და მცენარეების მოშენება), ასევე კაშხლის ან/და სხვა ნაგებობის/მოწყობილობის მშენებლობა, რომლის მშენებლობა მიზანშეწონილია წყლის შეკავების ან წყლის გრძელვადიანი დაგროვების მიზნით და რომლის მიერ შეკავებული ან დაგროვებული წყლის მოცულობა 10 000 მ3-ზე მეტია;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „გურია ფიშ ფარმინგი";

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ. წყალწმინდა;

დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 27 მარტის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501