სგშ სკოპინგის განცხადება - ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, კურორტ ბეშუმის (მიმდებარე ტერიტორიებით), გოდერძის უღელტეხილის არეალისა და შქერნალის უბნის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია
სგშ სკოპინგის განცხადება
- დაწყების თარიღი:
- დასრულების თარიღი:
სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის დასახელება: ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, კურორტ ბეშუმის (მიმდებარე ტერიტორიებით), გოდერძის უღელტეხილის არეალისა და შქერნალის უბნის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია
დამგეგმავი ორგანო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: ხულოს მუნიციპალიტეტი, კურორტი ბეშუმი (მიმდებარე ტერიტორიებით), გოდერძის უღელტეხილის არეალი და შქერნალის უბნის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია
2023 წლის 3 აპრილს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, კურორტი ბეშუმის (მიმდებარე ტერიტორიებით), გოდერძის უღელტეხილის არეალისა და შქერნალის უბნის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და სკოპინგის განცხადება.
სტრატეგიული დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ III თავის შესაბამისად და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები.
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) – „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას.
სკოპინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშში ასახვის საშუალებებს.
წარმოდგენილ სკოპინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge