სს „სვანეთი ჰიდროს“ მესტიაჭალა-2 ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 23 ოქტომბრის №2-967 ბრძანებაში ცვლილების თაობაზე
პირობის ცვლილების შესახებ განცხადება
- დაწყების თარიღი:
- დასრულების თარიღი:
როგორც თქვენთვის ცნობილია, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია სააგენტოს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლის მოთხოვნით, თუ დაასაბუთებს, რომ ამ პირობის შესრულება ვერ უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების თავიდან აცილებას ან შემცირებას ან/და ამ პირობის სხვა პირობით შეცვლა აუცილებელი და ეფექტიანია გარემოზე ზემოქმედების თავიდან აცილების ან შემცირების თვალსაზრისით.
სს „სვანეთი ჰიდროს“ დირექტორმა 2023 წლის 15 მაისის (№4246) სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მომართა „სს „სვანეთი ჰიდროს“ მესტიაჭალა-2 ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 23 ოქტომბრის №2-967 ბრძანების პირობების ცვლილების თაობაზე.
დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს დოკუმენტაციის ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. აღნიშნულ განცხადებასთან და დოკუმენტებთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 7 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ. ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).