შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

განცხადება დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ - მცხეთის მუნიციპალიტეტში შპს „ბ და ბ“-ს მიერ 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების (მათ შორის, სავაჭრო ცენტრისა და 1 000 ავტომობილის ტევადობის ავტოპარკის მოწყობა) და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მოწყობის და ექსპლუატაციის პროექტი

გზშ სკრინინგის განცხადება

  • დაწყების თარიღი:

შპს „ბ და ბ“-ს მიერ გზშ-ის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, რომელიც ეხება  მცხეთის მუნიციპალიტეტში, 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტის (მათ შორის, სავაჭრო ცენტრისა და 1 000 ავტომობილის ტევადობის ავტოპარკის მოწყობა), ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მოწყობას და ექსპლუატაციას და 2 კილომეტრი ან მეტი სიგრძის საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, საკანალიზაციო სისტემის 5 ჰექტარზე ან მეტი განაშენიანების მქონე ფართობზე მოწყობას (იხ. ლინკი- https://nea.gov.ge/Ge/GZSH/4825).

 

გაცნობებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, 2023 წლის 17 მაისს შპს „ბ და ბ“-ს მიერ დამატებით იქნა წარმოადგენილი ინფორმაცია დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით shp ფაილების სახით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დამატებით ინფორმაციებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 24 მაისის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).